BGS-ში კლუბების მუშაობა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება, ამიტომ მათი ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.

ესპანური ენის კლუბიესპანური ენის კლუბი

BGS-ში მუშაობას იწყებს ესპანური ენის შემსწავლელი კლუბი და იწვევს V–XII კლასის მოსწავლეებს. კლუბში მოსწავლეები ესპანური ენის ცნობილ სპეციალისტებთან იმეცადინებენ.

 


დრამის კლუბიდრამის კლუბი

BGS-ში შეიქმნა დრამის კლუბი, რომელშიც III–XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართული. იგეგმება როგორც დრამატული, ისე მუსიკალური სპექტაკლების დადგმა.

 


მშობელთა კლუბიმშობელთა კლუბი

BGS-ში არსებობს მშობელთა კლუბი, რომლის მიზანია მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში და თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან. ყველა კლასიდან შერჩეულია 2 წარმომადგენელი-მშობელი. მშობელთა კლუბის ყოველთვიური შეხვედრები იმართება თვის ბოლო პარასკევს.


ჩვენი სკოლის ანსამბლის წარმატებაცეკვის კლუბი

ჩვენი სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული ცეკვის ანსამბლი ,,BGS გრემი’’ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კვირაში ორჯერ მათ მეცადინეობებს ეთმობა ჩვენი სკოლის სარკეებიანი ოთახი. ანსამბლი მუდმივად მონაწილეობს კონცერტებსა და ფოლკლორულ ფესტივალებში, მიღებული აქვს დიპლომები და ჯილდოები:

  • ქართილი ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი – ლაურეატი; (Georgian Folklore Development International Association – Laureate);
  • კავკასიის ხალხთა III ფოლკლორული ფესტივალი (ბაქო) – ლაურეატი;
  • ასოციაცია „ჯადოსნური ხმები“-ს მიერ ორგანიზებული ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო-საყმაწვილო საქველმოქმედო ფესტივალი „საქართველოს მომავალი“ – ლაურეატი.

 


საფეხბურთო კლუბი

სკოლის საფეხბურთო კლუბი “Lions” 2016 წელს შეიქმნა, რომელშიც IV, V, VI, VII, VIII კლასების ბიჭები არიან გაერთიანებული. ყოველი პარასკევის დღის მეორე ნახევარი მათ ვარჯიშს ეთმობა ჩვენი უნივერსალური სტადიონი. “Lions”-მა უკვე ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა (“ახალი სკოლა”, “ევროპული სკოლა”, “ათინათი“,“იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი“, “ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში“) და სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდი ყველგან ლიდერობდა.

დრამის კლუბიცეკვის კლუბისაფეხბურთო კლუბი