ისტორიის და გეოგრაფიის ინტეგრირებული პროგრამები

ისტორიის და გეოგრაფიის ინტეგრირებული პროგრამები

წლევანდელი სასწავლო წლის VII და VIII კლასებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა შეიმუშავა ისტორიისა და გეოგრაფიის ქართული და ბრიტანული პროგრამების შეჯერებული, ორენოვანი ვარიანტი.

თემების უმრავლესობა, საერთო ორივე პროგრამისთვის, ინტეგრირებულად შეისწავლება, ხოლო განსხვავებული საკითხები სხვადასხვაგვარი აქტივობებით დაიფარება. ამ სიახლემ პროგრამული უპირატესობის გარდა მოსწავლეთა გადატვირთული ცხრილის განტვირთვის საშუალებაც მოგვცა.