გილოცავთ გიორგობას!

გილოცავთ გიორგობას!

ჩვენი სკოლისთვის გიორგობის დღესასწაული ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.

ბავშვები სკოლაში ფორმის გარეშე მობრძანდნენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უფროსკლასელებს ულამაზესი საშემოდგომო სუფრით უმასპინძლეს.

13:00 საათის შემდეგ კერამიკის, ცეკვის, ჭადრაკის, სამაგიდო თამაშების სახალისო შეჯიბრი-გაკვეთილები ჩატარდა.

ამ დღეს სკოლაში ყოველთვის იმართება სხვადასხვა სახალისო აქტივობა. საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში (,,რა? სად? როდის?“) მადლობა ორგანიზატორებს და მოსწავლეებს.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს!

საბაზო საფეხური:

  • ლაზარე ჟვანია ( გუნდის კაპიტანი)
  • ანასტასია ჯინჯოლია
  • ნატალი გორდაძე
  • თეკლა ჟვანია
  • ნიკა დათიაშვილი

საშუალო საფეხური:

  • ირინა კეშელავა (გუნდის კაპიტანი)
  • ანამარია თეთრაძე
  • შოთი დავითულიანი
  • ნინი ქირიკაშვილი
  • გიორგი ბატიაშვილი