”ღრმა აზროვნების” კლუბი სტუმრად მხატვართან

სკოლაში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს “ღრმა აზროვნების” კლუბი, რომლის წევრები არიან IX, X, XI კლასების მოსწავლეები. შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ მოწვეულ სტუმრებთან ერთად დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, თემატიკა კი კაცობრიობის უმთავრეს ღირებულებებს ეხება.

განხილული თემის შესახებ მომდევნო შეხვედრაზე 3 მოხალისე მოსწავლე აკეთებს მოკლე წარდგენას და შემდგომ კი ახალი თემის გარშემო მსჯელობენ. ეწყობა გასვლითი შეხვედრებიც.

19 მაისს კლუბის წევრები ეწვივნენ ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სახელოსნოს. ეს იყო ძალიან საინტერესო, გულთბილი ურთიერთობა ხელოვანთან. გულახდილი დიალოგის შემდეგ მხატვარმა ბავშვებს ღია ბარათები, უსახსოვრა ორიგინალური ავტოგრაფით, სკოლას კი საკუთარი ნამუშევრების პირველი სრული ალბომი.