განაგრძეთ კითხვა!

IV ალფა კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათის ფარგლებში მწერალ ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი…. და სხვებიც“ წაიკითხეს.
ბავშვებს ნაწარმოები იმდენად მოეწონათ და იხალისეს რომ მასწავლებელს მწერალთან შეხვედრაც კი სთხოვეს.
პატარებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ:
„როდის დაწერა ქალბატონმა ლელამ პირველი წიგნი?“
„ექნება თუ არა მხიარულ ოჯახს გაგრძელება“
„რატომ ჰქვიათ გმირებს ასეთი სახელები“ და სხვა…
ქალბატონი ლელა დიდი სიამოვნებით დასთანხმდა კლასის დამრიგებელს – რუსუდან დოლიძეს ონლაინ შეხვედრაზე და ბავშვებს ყველა შეკითხვაზე ამომწურავად უპასუხა.