VII კლასელებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი – უფლისციხე, მოილოცეს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი სამთავისის ტაძარი.
შემოდგომის მშვენიერი შაბათი-კვირა X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა ყაზბეგში გაატარეს. მოილოცეს გერგეტის სამება, აღფრთოვანებულებმა თავიდან აღმოაჩინეს ეს მშვენიერი მხარე.