x
B G S S c h o o l
Awesome Image

სკოლის დირექტორის

ეკა კვაჭანტირაძის მიმართვა

  • მუდმივი ძიების, დახვეწისა და განვითარების თვალსაზრისით, ბიჯიესი ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის სახელით სარგებლობს ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამას კურსდამთავრებულთა ჩარიცხვებიც ადასტურებს ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპის, აშშ-ს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. სკოლის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სასწავლო პროგრამა სავსებით მისაღებია მოსწავლეთა მრავალეროვანი კონტიგენტისათვის. ბიჯიესი ერთდროულად ორი ატესტატით (ეროვნული და საერთაშორისო) უზრუნველყოფს საკუთარ მოსწავლეებს. ბიჯიესი ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას როგორც საერთაშორისო დაწყებითი (iPrimary) და საატესტატო (GCSE/IGCSE) გამოცდებისათვის, ისე საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (A-Level), რომლებიც ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და ადგილობრივად, სკოლაშივე არსებულ საგამოცდო ცენტრში ბარდება. ბიჯიესი მოზარდთა სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებისა და სააზროვნო უნარების დახვეწისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რაც მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში ორიენტირის ფუნქციას ასრულებს. ბიჯიესი ქალაქის ცენტრში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი დედაქალაქის ხმაურიანი მოძრაობიდან მოშორებული, ტყის მასივით შემოსაზღვრული ერთგვარი ეკო კუნძულია. ბიჯიესის არჩევით თქვენი შვილების გარანტირებულად წარმატებულ მომავალსა და სწორ ღირებულებით ორიენტირებს უზრუნველყოფთ. მობრძანდით და თავად დარწმუნდით!!!

    01
Awesome Image

სკოლის ემერიტუს დირექტორის

კრისტოფერ გრინფილდის მიმართვა

  • განათლების სისტემაში 35 წელი ვიმუშავე: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში და კავკასიაში. ამ დიდი გამოცდილების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჯიესი ზოგადადაც ბრწყინვალე სასწავლებელია და საქართველოში კი ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. ბიჯიესი სთავაზობს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას, რომელიც ეროვნული და ინგლისური პროგრამების ნაჯვარია, ადგილობრივი და ბრიტანული სწავლების მეთოდებისა და პედაგოგიური გამოცდილებების შეჯერებით, მისი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ. ბიჯიესი განსაკუთრებული მხოლოდ იმ კვალიფიკაციების გამო კი არ არის, რომლებითაც ის თავის კონტინგენტს უზრუნველყოფს, არამედ თავად სწავლების ხარისხითაც, რომელიც მარტივად ფაქტებისა და მონაცემების დამახსოვრებას სცდება, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენებასა და გაღვივებული უნარების პრაქტიკულ საქმიანობაზე ეფექტურ მორგებაში. ამას გარდა, ჩვენს მოსწავლეებს მოაზროვნე, პასუხისმგებლობით აღსავსე ახალგაზრდებად ვაყალიბებთ. ასეთი პრიორიტეტები საერთაშორისო სტანდარტის განათლების დამახასიათებელია და სწორედ ეს ეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატების მოპოვებაში ნებისმიერ ადგილას სწავლასა თუ მუშაობაში. თუ გსურთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება მიიღოთ საქართველოდან გაუსვლელად და ეროვნული თვითმყოფადობის დაუკარგავად, აუცილებლად ესტუმრეთ ბიჯიესს! გელოდებით! კრისტოფერ გრინფილდი სკოლის დირექტორი 2013-16 წლებში, ემერიტუს დირექტორი 2018 წლიდან.

    01