წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის I-a კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სოციალური პროექტი “ეკოცნობიერება – მწვანე საფარის მნიშვნელობა”.
- პროექტის ფარგლებში:
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია – წიწვოვანი ხეებით დაფარული მინი ტყე; - გამოთქვეს სურვილი მეტი ინფორმაცია მიეღოთ ტყის მნიშვნელობაზე და მონაწილეობა მიეღოთ დანაგვიანებული ტყის დასუფთავებაში;
- მოისმინეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობა – “ტყე ტიროდა”;
- ნახეს ვიდეო რგოლი (გადაცემა – გარემოს დაცვის მსოფლიო დღე – World Environment Day – გადაცემა “ეკოვიზია” – “Ecovision” TV Show);
- მოისმინეს მინი ლექცია;
- კლასი დაიყო სამ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა დაწერა ზღაპარი ტყის “გულისტკივილზე”, დაურთო ილუსრტაცია და შექმნა წიგნი;
- “როგორ გავაცინოთ ტყე”? – ამ პრობლემის გადასაჭრელად პატარა ბუნებისდამცველებმა დაასუფთავეს ტერიტორია;
- პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლოა, შემოქმედებითობა);
- მოსწავლეებმა პროექტის საშუალებით თავი მოუყარეს წინარე ცოდნას, შეიძინეს ახალი და აიმაღლეს სამოქალაქო და ეკოცნობიერება.