დაწყებითი საფეხურის განახლებული ცხრილები

16 მარტიდან სკოლა ყოველკვირეულად განახლებულ ცხრილს სთავაზობთ მოსწავლეებს. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ჩვენს მოსწავლეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ სტრესი, რომელიც ახალი ცხოვრების პირობებმა გამოიწვია და ნელ-ნელა, პატარა ულუფების დამატებით, ისინი ჩვეულ სასკოლო რიტმს დავუბრუნოთ.

პირველი კვირა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მხოლოდ დავალებების მიცემით დაიწყო.

მეორე კვირას, მოსწავლეებს მათემატიკის, ქართულის და ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები შევთავაზეთ zoom-ის პლატფორმით.

მესამე კვირას მოსწავლეებს დაემატათ ბუნების (Science), რუსულის და ჯონ ვალდრონის ინგლისურის გაკვეთილები, ხოლო V კლასს ჩვენი საქართველო.

მეოთხე კვირას დაემატა კერამიკა, ხატვა და ჭადრაკი.

მეხუთე კვირიდან კი დაიწყო დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გურანდა ჭიჭინაძესთან ერთად და ყოველკვირეული შეხვედრა BGS-ის ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძესთან.

ვიმედოვნებთ, მასწავლებლების დაუღალავი მზრუნველობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე დადებით გავლენას იქონიებს ბავშვებზე და ამ მძიმე პერიოდს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ.