ჩვენი ქიმიის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

ჩვენი ქიმიის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

ქალბატონი ირმა ჯავაშვილი, BGS-ის ქიმიის მასწავლებელი, ინგლისში, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორ სკოლაში გაემგზავრა 10 დღით (ლეიტონ პარკის სკოლა, ქ. რედინგთან ახლოს). მას საშუალება მიეცა გასცნობოდა დიდ ბრიტანეთში არსებულ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების უახლეს მეთოდებს და მონაწილეობა მიეღო მოსწავლეებთან პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებაში.

ფოტოზე ხედავთ BGS-ის დირექტორ ემერიტუსს, დოქტორ კრისტოფერ გრინფილდს, ქალბატონ ირმასა და ბატონ ნაიჯელ ვილიამსს, ლეიტონ პარკის სკოლის დირექტორს.