UCAS (მსურველთა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩარიცხვის მომსახურება)

აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციაა ბრიტანულ უმაღლესებში მსურველთა ჩარიცხვის პროცესის მართვა.

UCAS-ის მიერ გაწეული მომსახურება მსურველებს სთავაზობს რამდენიმე ონლაინ პორტალს, სასურველი უნივერსიტეტების ძიების გარკვეულ საშუალებებს და უფასო ინფორმაციასა თუ რჩევას, რომელიც აბიტურიენტების, მათი მშობლებისა თუ მეურვეების ნებისმიერ აუდიტორიას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ UCAS-ი ძირითადად ცნობილია, როგორც უნივერსიტეტების აბიტურიენტთა დასახმარებელი მომსახურების (the main UCAS scheme) უზრუნველმყოფელი ორგანიზაცია, ის სხვა პროცესებსაც მართავს; კერძოდ, ის მსურველებს სთავაზობს შემდეგი ტიპის მომსახურებებსაც:

  • დიდი ბრიტანეთის კონსერვატორიებში ჩასარიცხი პროცესების მართვას (CUKAS) საშემსრულებლო ხელოვნების დაუფლების მსურველებისათვის;
  • პედაგოგიური სასწავლებლების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სატრენინგო სქემების მართვას (UTT);
  • დიდი ბრიტანეთის მაგისტრატურებსა და დოქტორანტურებში ჩასარიცხი პროცესების მართვისა და სტატისტიკის მომსახურებას (UKPASS);
  • ცხრაკლასდამთავრებულტა შემდგომი განათლებისა თუ პროფესიული წვრთნის უზრუნველყოფას (UCAS Progress).

ჩვენი სკოლის UCAS-სთან მჭიდრო კონტაქტი ეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების მოძიებაში, მათ შერჩევასა თუ რომელიმე სასურველ უმაღლესში ჩარიცხვის პროცესის წარმატებით მართვაში.