ჩვენი სკოლა, როგორც „პიერსონ ედექსელ ინტერნეშენელ იგზემინეიშენის“ რეგისტრირებული საგამოცდო ცენტრი

2007 წლიდან ჩვენი სკოლა Pearson Edexcel International-ის (ბრიტანული და საერთაშორისო საგამოცდო მასალების შემმუშავებელი, გამოცდების წარმმართველი და სათანადო კვალიფიკაციების მიმნიჭებელი უმსხვილესი ბრიტანული ორგანიზაციის) ერთადერთი რეგისტრირებული საგამოცდო ცენტრია საქართველოში, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა თუ გარედან მოსულ მსურველებს (მათ შორის საქართველოსა და ზოგადად კავკასიაში მყოფ უცხოელებს) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ საერთაშორისო საატესტატო (GCSE/IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები (A Level) გამოცდები.

ისინი აქვე იღებენ ბრიტანეთიდან გამოგზავნილ გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც ვალიდურია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ დოკუმენტების საფუძველზე მსურველებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ მსოფლიოს ნებისმიერ საუკეთესო უნივერსიტეტში.

სკოლის საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი ეხმარება წარმატებულ კანდიდატებს სასურველი სასწავლო ორგანიზაციების შერჩევაში, მათთან დაკავშირებასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.