ჩვენი ბრიტანული კვალიფიკაციები

BGS-ში მეთორთმეტე წელია განსაკუთრებულად აღინიშნება ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემა მოსწავლეებისათვის. წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების შედეგების საშუალო მონაცემი ბრიტანეთის საშუალო შედეგებზე მაღალია. სტუმრებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ და ედექსელის საგამოცდო ოფიცერმა ირმა ჯავაშვილმა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას.