- I-VIII კლასის მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სასკოლო ფორმით:
- თეთრი პერანგი, ლურჯი პულოვერი ან ჟაკეტი სკოლის ლოგოთი და მუქი ფერის ფეხსაცმელი
- IX-XII კლასის მოსწავლე იმოსება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
- გოგონებისთვის დასაშვებია თეთრი პერანგი ან მაისური, შავი ქვედა ბოლო, შარვალი ან კაბა, შავი პიჯაკი, პულოვერი ან ჟაკეტი
- ვაჟებისთვის დასაშვებია თეთრი პერანგი ან მაისური, შავი შარვალი, შავი პიჯაკი, პულოვერი ან ჟაკეტი
- დაუშვებელია გამომწვევი ან/და ვულგარული სამოსის ტარება;
- აკრძალულია მოკლე შარვლის/კაბის (მუხლის ზემოთ 10 სმ) ტარება;
- აკრძალულია სკოლაში გამოცხადება მკვეთრი მაკიაჟით და სამკაულებით.
სკოლის მიერ გამოცხადებულ განსაკუთრებულ დღეებში, როცა დაშვებულია თავისუფალი/სპეციალური ჩაცმულობა:
- დაუშვებელია გამომწვევი ან/და ვულგარული სამოსის ტარება;
- დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.