სკოლის ტერიტორია                                                             

სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მაგრამ, ამავდროულად მშვიდ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რომელსაც ერთი მხრიდან აკრავს ტყის მასივი. ეს ადგილი ცნობილია, როგორც აკადემიური ქალაქი. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია არაერთი სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულება.

სკოლის წითელი აგურის ორსართულიანი შენობა მანსარდით და პატარა ბაღჩით თავიდანვე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მართლაც, რომ ბრიტანული განწყობა იქმნება.

ჩვენი სკოლა არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, ეს არის ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება, კამერული მცირერიცხვოვანი 20 მოსწავლისაგან შემდგარი კლასებით. პირველ სართულზე სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურია განთავსებული. ამავე სართულზეა ადმინისტრაცია, დაცვის სამსახური, ცეკვის სტუდია, სამედიცინო კაბინეტი და კანტინერია.

მეორე სართულზე საბაზო და საშუალო საფეხურისთვის განკუთვნილი პროექტორებით აღჭურვილი საკლასო ოთახების გარდა არის, დირექცია,საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული კაბინეტი, შეხვედრების ოთახი, განსხვავებული დიზაინით გაწყობილი, სამასწავლებლო.

მანსარდა – მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა, ასამბლეის დარბაზი, ფერწერისა და კერამიკის სტუდია.

სკოლის ტერიტორია მაქსიმალურად არის მორგებული სასწავლო პროცესს. ასევე სრულად არის ათვისებული სკოლის ეზო, სადაც გვაქვს უნივერსალური სპორტული მოედანი, საზაფხულო პავილიონი, საბავშვო სათამაშო მოედანი.