Prof. Eka Kvachantiradzeსკოლის დირექტორის, დოქტორ ეკა კვაჭანტირაძის მიმართვა

წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა BGS 15 წლისაა!!

მუდმივი ძიების, დახვეწისა და განვითარების თვალსაზრისით BGS ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის სახელით სარგებლობს ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამას კურსდამთავრებულთა ჩარიცხვებიც ადასტურებს ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპის, აშშ-ს წამყვანი უმაღლეს სასწავლებლებში და ქართულ საუკეთესო უნივერსიტეტებში.

სკოლის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სასწავლო პროგრამა სავსებით მისაღებია მოსწავლეთა მრავალეროვანი კონტიგენტისათვის.

სკოლა ეროვნული და ბრიტანული საერთაშორისო პროგრამების შეჯერებისა და უნივერსალიზაციის გზით ხარისხიან და მაღალაკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს. შესაბამისად BGS ერთდროულად ორი ატესტატით (ეროვნული და საერთაშორისო) უზრუნველყოფს საკუთარ მოსწავლეებს.

BGS ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას საერთაშორისო საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის, რომლებიც ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩასარიცხად, და ამ გამოცდების სკოლაში არსებულ საგამოცდო ცენტრში ჩაბარებას.

უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის დაწყებით საფეხურზე გვაქვს მოდიფიცირებული პროგრამა ქართულ ენობრივ გარემოსთან ადაპტირებისა და ბრიტანული პროგრამის წარმატებით დაძლევისათვის.

BGS სთავაზობს მოსწავლეებს თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რითაც სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო ხდება.

BGS მოზარდთა სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებისა და სააზროვნო უნარების დახვეწისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს (შემოქმედებითი წერა, დიალოგები, ღრმა აზროვნების კლუბი), რაც მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში ორიენტირის ფუნქციას ასრულებს.

BGS ქალაქის ცენტრში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი დედაქალაქის ხმაურიანი მოძრაობიდან მოშორებული, ტყის მასივით შემოსაზღვრული ერთგვარი ეკო კუნძულია.

ამრიგად, BGS-ის არჩევით თქვენი შვილების გარანტირებულად წარმატებულ მომავალსა და სწორ ღირებულებით ორიენტირებს უზრუნველყოფთ.

მობრძანდით და თავად დარწმუნდით!!!


Welcome from Emeritus Head, Dr Christopher Greenfield

In more than 35-years as an Educationalist I have taught at, or inspected, schools in USA, UK, East and West Europe, the Middle East and the Far East, as well as the Caucasus. In the context of this wide experience, I have no doubt that St George’s British Georgian School (BGS) is an excellent school, and the best of its kind in Georgia.

BGS offers Georgian and International students a curriculum combining the Georgian and English National Curricula. It uses Georgian and British teaching and learning practices to produce excellent student results.

It is not just the qualifications that make BGS an exceptional school. It is the quality of the education. This goes beyond memorising facts, to helping students think critically and apply knowledge effectively to gain valuable transferable skills. Additionally, we encourage our students to develop into mature and responsible young adults.

These benefits are typical of international education and will be a big help to our students no matter where they work or study in their futures.

To gain an international standard education without leaving Georgia, or abandoning its national qualifications, come to BGS!
Visit us and see for yourself – you are welcome!

Dr Christopher Greenfield
Headmaster BGS 2013-16
Emeritus Head BGS since 2018