გილოცავთ!
ბრიტანეთიდან ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო საერთაშორისო საგამოცდო შედეგების დამადასტურებელი სერტიფიკატები მივიღეთ!
BGS-ის მოსწავლეთა რეზულტატები ბრიტანეთის ამავე ტიპის საგამოცდო შედეგებზე მაღალი აღმოჩნდა!
2016 წლის ზაფხულის სესიის შედეგებმა წარმოაჩინა ორი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე:
• ირაკლი გოდერძიშვილი – 6 საგამოცდო რეგისტრაცია, აქედან ექვსივეს შედეგია A*.
• ქეთევან ხააძე – 6 საგამოცდო რეგისტრაციიდან 4 A* და 2 A.
სკოლის გადაწყვეტილებით ირაკლი გოდერძიშვილს დაენიშნა ერთწლიანი სტიპენდია.