ბიჯიესში მე ვისწავლე…

პანდემიამ, როგორც ზრდასრული ადამიანების ცხოვრება, ასევე ბავშვების ყოველდღიური ყოფა საკმაოდ დაამძიმა. მოსწავლეებში შეინიშნება უარყოფითი ემოციების მოძალება, სწორედ ამ მიზეზის გამო მეხუთე კლასის დამრიგებელმა ირინა პატარიძემ პროექტით, „ამ სკოლაში მე ვისწავლე…“, შეეცადა მოზარდებისათვის ცხოვრების დადებითად შეფასებისა თუ აღქმის მნიშვნელობა დაენახვებინა და დაეხმარა, შეემჩნიათ ის სიკეეთები, რომელიც მიუხედავად რთული პერიოდისა, ყოველთვის თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას.
ირინა მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა მისცა მათ ბიჯიესმა. აი, რას წერენ მოსწავლეები:
სკოლაში მე ვისწავლე:
სიკეთე, მეგობრობა, ერთგულება, ურთიერთობა, ზრუნვა ერთმანეთზე, სიყვარული…
„სკოლა ჩემი მეორე სახლია. მე იქ ვისწავლე, რომ არაფრის შეგვეშინდეს და ვიყოთ მამაცები“.
დგიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვისებებით აღჭურვილი ჩვენი მოსწავლეები, ღირსებითა და სიხარულით შეუდგებიან ცხოვრებისეულ ზას და ნებისმიერ, თუნდაც არასასიამოვნო მოვლენასაც კი დადებითი კუთხით აღიქვამენ.