ბიჯიესელები ახალ საინტერესო პროექტზე მუშაობენ

ჩვენი VIII-IX კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და დამწერლობის სიღრმისეულად შესწავლით დაინტერესდნენ და ამ საკითხზე პროექტის გაკეთება გადაწყვიტეს.

ხელნაწერთა ცენტრში ვიზიტი შემოქმედებით პროცესად აქციეს და მოსმენილი და დამახსოვრებული ინფორმაციის ჩანაწერების გაკეთებას შეუდგნენ.

პროექტის ქვეთემები მოიცავს ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებსა და ნიმუშებს, ხელნაწერ და ბეჭდურ წიგნებს, ქართული სტამბისა და ენათა წარმოშობის ისტორიებს.

#ბიჯიესი #მებიჯიესელივარ