BGS-ის სტუმარი ქალბატონი ლია ლორია

მოსწავლეები განცვიფრებულები უსმენდნენ საოცარ ამბებს ფლორისა და ფაუნის შესახებ და შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ნახატებისა და პრეზენტაციის მეშვეობით გამოხატეს მიღებული შთაბეჭდილება.

დაწყებითი საფეხურის სტუდენტური საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ქალბატონი ლიას სპეციალური საჩუქრები: ჯადოსნური ჩიტი და ლომი გადაეცათ.

არიან ადამიანები, რომელთან ურთიერთობა და საუბარი სამყაროს მშვენიერებას მთელი სისავსით გაგრძნობინებს. BGS-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასამბლეაზე სწორედ ერთ-ერთ ასეთი პიროვნება, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ქალბატონი ლია ლორია ესტუმრა.