ახდენილი სურვილები

დაწყებითი საფეხურის სტუდენტური საბჭო

დაწყებითი საფეხურის სტუდენტური საბჭოს წევრები სიხარულით არიან ჩართულები სკოლის კეთილმოწყობის საკითხებში. მათი ინიციატივით პირველი სართულის ყველა საკლასო ოთახი მონიტორებით აღიჭურვა.

სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია მოსწავლეებთან აქტიური თანამშრომლობით.