30 დეკემბერს საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისა და თანამშრომლებისათვის გრანდიოზული საახალწლო საღამო მოეწყო ფუნიკულიორის წვეულებათა ულამაზეს დარბაზში. ღონისძიება მოსწავლეების მიერ იყო ორგანიზებული, საღამოს უძღვებოდნენ: მაშო ოკრიბელაშვილი, გიორგი პაპაშვილი და ანდრია ლაითაძე. თითოეული კლასი წინასწარ მომზადებული ნომრით წარდგა მაყურებლის წინაშე. დიდი აღფრთოვანება გამოიწვია BGS-ის ახლად შექმნილმა ბენდმა.
მადლობა ყველას, ვინც ამ სახალისო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა!
30 დეკემბრის საახალწლო შეხვედრის დროს მოსწავლეების მიერ წინასწარ შერჩეული სახალისო ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდნენ BGS-ელები
ვულოცავთ გამარჯვებულებს!